კულტურა
ახალციხეში ყოფილი და მოქმედი ბიბლიოთეკარები შეიკრიბნენ
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ყოფილ და მოქმედ ბიბლიოთეკარებთან შეხვედრა გაიმართა. კოლეგებმა და მიწვეულმა სტუმრებმა საზოგადოების წიგნთან დამოკიდებულების პრობლემა განიხილეს. თემაზე წიგნი, ბიბლიოთეკა და საზოგადოება – მოეწყო დებატებიც.

ახალგაზრდები თვლიან, რომ დღეისათვის საზოგადოებაში წიგნიერების პრობლემა არსებობს, თუმცა მის აღმოფხვრაში ამ დაწესებულებებს დიდი როლი აკისრიათ.

ღონისძიება ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში გაიმათა, რომელსაც ორგანიზება ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა გაუწიეს.

კვირეული საქართველოში 2002 წლიდან ტარდება – ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაა.


| Print |