კულტურა
საოპერო შესრულება სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიას უმასპინძლა. უმაღლესი სასწავლებლის სააქტო დარბაზში ვოკალური კათედრის სტუდენტთა მონაწილეობით 20-მდე არია შესრულდა.

ღონისძიებას ორგანიზება სახალხო არტისტმა, პროფესორმა თეიმურაზ გუგუშვილმა გაუწია.

ვოკალური მუსიკის საღამოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიება თეიმურაზ გუგუშვილმა დაასრულა, რომელმაც ფალიაშვილის ოპერიდან "აბესალომ და ეთერი" აბესალომის არია შეასრულა.

| Print |