კულტურა
ახალციხეში 1000-მდე ვარდის ნერგი ირგვება
ახალციხის მერმა ქალაქში ვარდების დარგვა დაიწყო. გამწვანების აქცია ვალდიმერ ზედგინიძემ კეთილმოწყობის სამსახურისა და მერიის თანამშრომლებთან ერთად, ცენტრალური პარკიდან დაიწყო. ვარდის ნერგები დაირგვება ქალაქის სხვა სკვერებშიც.

1000–მდე ძირი ვარდი მერმა თბილისიდან საკუთარი ხარჯებით ჩამოიტანა. ვლადიმერ ზედგინიძე მოსახლეობას სთხოვს ნერგებს გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ.

ქალაქში ყვავილების დარგვის ინიციატივა მერიის პირველ პირს ეკუთვნის. თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ვლადიმერ ზედგინიძემ ეს იდეა სამომავლო გეგმებზე საუბრისას არაერთხელ გააჟღერა.

ვარდების გარდა ქალაქში აქტიურად ირგვება ხეებიც.

| Print |