კულტურა
“ერისიონი” ახალციხეში განახლებული შოუ–პროგრამით წარსდგა
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა "ერისიონმა" ახალციხეში კონცერტი გამართა. მესხეთის თეატრში მაყურებლის წინაშე ანსამბლი განახლებული მუსიკალური შოუ-პროგრამით წარსდგა. ღონისძიება სიმბოლურად, "ერისიონის" მთავარი დირიჟორის ჯემალ ჭკუასელის 83-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

საქართველოს რეგიონებში ტრადიციული ტურნეს ფარგლებში ახალციხე მეორე ქალაქია, სადაც ანსამბლმა წელს კონცერტი ჩაატარა.

"ერისიონი" საქართველოს რეგიონების მასშტაბით კონცერტებს, ქუთაისისა და ახალციხის შემდეგ ბათუმში, ვანში და ბოლოს თბილისში გამართავს.

ანსამბლი კონცერტებს 4 ივნისს ჯანო კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში დაასრულებს.


| Print |