კულტურა
"ემეგობრე მემკვიდრეობას" – ვარძიაში, 15 ივლისს პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესის გასააქტიურებლად კამპანიას "ემეგობრე მემკვიდრეობას" იწყებს.

პროექტს უკვე შეუერთდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე.

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიქმნება კლუბი, რომელში გაწევრიანებული ადამიანებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის საქმეში.

"ეს არის პრაქტიკულად ევროპული მოდელის საქართველოში დანერგვა. კლუბში გაწევრიანდებიან დაინტერესებული პირები როგორც ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები. მათ ექნებათ გარკვეული ბენეფიტები, სარგებელი, ისინი მიიღებენ ინფორმაციას მათ მიერ გაწეული ფინანსური დანახარჯების შესაბამისად" - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნა, კლუბის მიზანია, გააერთიანოს როგორც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

"კლუბის მიზანია გავაერთიანოთ საზოგადოების როგორც ჩვეულებრივი წევრები, ასევე ბიზნესსექტორი, რომლებიც ჩართული იქნებიან კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის საქმეში" - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც კლუბში იქნებიან გაწევრიანებული, გარკვეულ სარგებელს მიიღებენ. ეს სარგებელი შეიძლება იყოს მაგალითად, საქართველოს ყველა მუზეუმში უფასო დაშვება.

"ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარძიის მხატვრობის თანადაფინანსება სახელმწიფოსთან ერთად გადაწყვიტა კერძო სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. ეს გადამდები აღმოჩნდა და უკვე დაახლოებით 30-მდე ორგანიზაციაა ჩვენი პარტნიორი. კლუბის წევრი არა მარტო ქველმოქმედებით არის ჩართული ამ პროექტში, არამედ თვითონვე გარკვეულ სარგებელს ნახულობს. ეს სარგებელი შეიძლება იყოს საქართველოს ყველა მუზეუმში უფასო დაშვება, ჩვენი ბიზნესპარტნიორების მომსახურების ფასდაკლება და ა. შ." - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

პროექტის "ემეგობრე მემკვიდრეობას" საზეიმო პრეზენტაცია 15 ივლისს, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შედგება, რომლის ფარგლებშის, ნაკრძალის ტერიტორიაზე სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიება მოეწყობა.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.