კულტურა
მესხეთის თეატრში სეზონი პრემიერით დაიხურა
მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სეზონი დაიხურა. ,,თაფლობის თვე" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც 14 და 15 აგვისტოს გაიმართა.

გაბრიელ ბარილის ერთმოქმედებიანი კომედიის დამდგმელი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილია, რეჟისორი კი ლია სულუაშვილი.

სპექტაკლში სამი ადგილობრივი მსახიობი მონაწილეობს – მანანა ბერიძე, ლიაკო გოგიძე და ანი ხუბუტია.

პიესა სამი ქალის განსხვავებულ ცხოვრებაზეა. სპექტაკლში მათი პირადი ურთიერთობების პრობლემებია მოყოლილი.

| Print |