კულტურა
მესხეთისა და თოჯინების თეატრებში, სამხატვრო ხელმძღვანელები შეარჩიეს
კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები შეარჩია.

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აღნიშნული პოზიცია ლია სულუაშვილმა დაიკავა, ახალციხის თოჯინების თეატრში კი მოქმედმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ ქორიძემ.

ორივე თეატრში კონკურსში მონაწილეობა თითო კანდიდატმა მიიიღო.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი 23 სახელმწიფო თეატრში გამოაცხადა.

სამხატვრო ხელმძღვანელები 4–წლიანი ვადით ინიშნებიან.
| Print |