ეროვნული დრამატურგიის მეოთხე ფესტივალი მესხეთის თეატრის ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ სპექტაკლით დასრულდა,
რომელიც კახა გოგიძის რეჟისორობით დაიდგა.
ფესტივალის ფარგლებში მესხი მაყურებლისთვის თბილისისა და რეგიონული თეატრების 21 სპექტაკლი იყო ნაჩვენები. 140 წლის ისტორიის მქონე თეატრმა, ეროვნული დრამატურგიის ფესტივალს, მეოთხედ უმასპინძლა.
ფესტივალის საზეიმო გახსნა ამავდროულად, მესხეთის თეატრის საიუბილეო თარიღს – სახელმწიფო სტატუსის მინიჭებიდან 50-ე წლისთავს ეძღვნება.
ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი ახალციხის მერიისა და ,,რეჟისორთა ლიგის“ ინიციატივით დაარსდა. საზეიმო დახურვას კულტურის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დასწრნენ.