კულტურა
საქველმოქმედო კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა
ახალციხეში ქველმოქმედება შეგვიძლია – ყველა ბილეთი გაყიდულია – ამ სიტყვებთ დაიწყო საქველმოქმედო კონცერტი,
რომელიც 24 ნოემბერს, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნიკოლოზ ვეშაპიძის გადასარჩენად, გაიმართა.

4 წლის პატარას საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. მას უმძიმესი დიაგნოზი – კარდიომიოპათია აქვს, რომელიც გულის ტრანსპლანტაციას საჭიროებს.

პატარა ნიკოლოზს ყოველდღიურად ჭირდება წამლების მიღება, ოჯახმა კი ყველა საშუალება ამოწურა.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა : ,,მესხეთმა", ,,მესხი ფრთოსანმა", ,,სამცხემ", ,,ლომსიამ"და ვაჟთა ანსამბლი ,,მესხეთმა" მიიღეს.

| Print |