მედია
ფინანსური შეზღუდვების გამო ,,იბერია TV" შეიძლება დაიხუროს
ტელეკომპანა "იბერიას" და "ომეგა" ჯგუფის დამფუძნებელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ოქუაშვილი სახელმწიფოს მისი ბიზნესის ზეწოლაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ ფინანსური შეზღუდვების გამო "იბერიამ" მუშაობა ვეღარ გააგრძელოს და გადაცემები დაიხუროს.

ზაზა ოქუაშვილის თქმით, "უხილავი ძალები აღარ შეიძლება დაერქვას იმას, რაც ადრე იყო დარქმეული. უხილავი ძალები აღარ არის ის ბერკეტები, რომელიც "ომეგაზე" მოქმედებენ. ფინანსური ბერკეტი, სასამართლო, სამართალდამცავები და ეს არის მთელი პირამიდა. ყველა ქართველმა, ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას თავისუფალი მედია, თავისუფალი ტელევიზია და არ მივცეთ საშუალება, რაც არ უნდა მას სახელმწიფო და თანამდებობა ერქვას, არცერთ ბანდს და ბანდის წევრს, რომ ხელი აღმართოს თავისუფალ მედიაზე. უხილავი ძალები აღარ იქნებიან.

მე გავდივარ კონსულტაციას უცხოეთში, გავითვალისწინებ უცხოურ რეალობას თუ არის რამე შველა, როცა ბანდისმიერი ძალაა აღმართული, კრიმინალური ძალა თავისუფალი ტელევიზიის წინააღმდეგ და იმ ბიზნეს წყაროს წინააღმდე, რომელიც მას ასაზრდოებს... ფაქტობრივად წესები არ არსებობს, რომელსაც შეიძლება მისდიო, იმუშაო და აწყო მომავლი საქართველოში. "ომეგა" არის ერთ-ერთი აგური, ჯარისკაცი.

კი ბატონო, თუ ეს მოიტანს სიმართლეს, თავისუფლებას, კანონიერებას,"ომეგა" მზად არის ამას შეეწიროს, და თუ ამის ყურება და დუმილი ყველა ქართველს, ბიზნესმენს და კანონის მოყვარულს მოგვიტანს უარესს... სანამ დროა ხმა უნდა ამვიღოთ.

სახელმწიფო არ არის კრიმინალების ბანდა, რომლითაც შეიძლება ქართველი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე და ქვეყნის მომავალი შეაშინო.

"ომეგა" ეცდება ისევ საქართველოს განვითარებისთვის, ისევ თავისუფალი მედიის არსებობის განვითარებისთვის. იმედია, გონს მოვლენ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სანამ არის ეკრანი, სანამ არის თავისუფალი მედია და სიტყვის თქმის საშუალება, "იბერია" იტყვის თავისას და მის ვალს შეასრულებს. ამაში ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი".

განცხადებას ტელეკომპანია იბერია ავრცელებს.
| Print |