მედია
,,მეცხრე არხი" ინტერნიუსი-საქართველოს პროექტის გამარჯვებულია
„ინტერნიუსი -საქართველომ“ პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ 2019 წლის მედიაპარტნიორები შეარჩია.

ადგილობრივი მედიიდან პროექტის პარნტიორებად კონკურის წესით შეირჩა: მეცხრე არხი TV, TV 25, გურჯაანი TV, მეგა TV, დია TV, გურია TV, კახეთის ხმა, სპექტრი, სამხრეთის კარიბჭე და ბათუმელები.

ცენტრალური მედიასაშუალებებიდან პროექტი ითანამშრომლებს ფორსეტთან, ინდიგოსთან, სტუდია მონიტორთან, ჯემნიუსთან, ლიბერალთან, კლიკმედიასთან და ჟურნალისტთა ჯგუფთან.

საგრანტო მხარდაჭერის ფარგლებში მედიაპარტნიორები დამოუკიდებლად მოამზადებენ და გაავრცელებენ 3 მულტიმედიური მასალისგან შემდგარ 7 თემატურ პაკეტს, ასევე, გაავრცელებენ ცენტრალური მედიაორგანიზაციების მიერ მომზადებულ 10 თემატურ პაკეტს რუბრიკით „ჯორჯია-პლიუს“.

დაინტერესებული მედიაორგანიზაციები ასევე, გაავრცელებენ პროექტის მონაწილე 12 ქვეყნის მედიასაშუალებების მიერ შექმნილ მულტიმედიურ მასალებს „სამეზობლო“.

პარტნიორი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის და რედაქტორებისთვის გათვალისწინებულია ტრენინგები და კონსულტაციები მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და ვებკონტენტის მონეტიზაციის საკითხებზე.

სულ დამზადდება 10 მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ავტორები დამზადებულ მასალას გადასცემენ ადგილობრივ მედიაპარნტიორებს და გაავრცელებენ საკუთარი არხებით.

საუკეთესო მასალები ითარგმნება და გაეგზავნება პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების მედიასაშუალებებს.
| Print |