გიორგი კვირიკაშვილი: "ნებისმიერი კვლევა წინასაარჩევნო კამპანიაში გასათვალისწინებელია"
მე არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევის შედეგებს. თუმცა არის გარკვეული მომენტები, როდესაც მე შესაძლოა სხვა განცდები მქონდეს  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, NDI-ს საკმაოდ დიდი როლი აქვს საქართველოში პლურალიზმის დამკვიდრებასა და ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. “კვლევას ახორციელებს სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანია, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ იმ დონის პროფესიონალიზმი ან კვლევის მოცულობა არ იყოს იმ დონის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ზუსტად გამოხატოს საზოგადოების პრიორიტეტები. მე არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევის შედეგებს. კვლევაში არის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. თუმცა არის გარკვეული მომენტები, როდესაც მე შესაძლოა სხვა განცდები მქონდეს, იგივე “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა პროცენტულ რაოდენობასთან მიმართებაში და იმასთან მიმართებაში, რაც ეხება სხვადასხვა პირების პოპულარობას, თუ არაპოპულარობას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასე ერთი ხელის მოსმით არ ივარგებს ნეგატიური კომენტარის გაკეთება. შესაძლოა რაღაცას ვენდობოდეთ, რაღაცას არ ვენდობოდეთ. ნებისმიერი კვლევა რაღაც კუთხით საინტერესოა და წინასაარჩევნო კამპანიაში გასათვალისწინებელია,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცენტრალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა პრემიერმა 15 აპრილს გამართა. დაგეგმილია შეხვედრები რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებთან.

kvirikashvili.jpgმე არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევის შედეგებს. თუმცა არის გარკვეული მომენტები, როდესაც მე შესაძლოა სხვა განცდები მქონდეს  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, NDI-ს საკმაოდ დიდი როლი აქვს საქართველოში პლურალიზმის დამკვიდრებასა და ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში.

“კვლევას ახორციელებს სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანია, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ იმ დონის პროფესიონალიზმი ან კვლევის მოცულობა არ იყოს იმ დონის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ზუსტად გამოხატოს საზოგადოების პრიორიტეტები.

მე არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევის შედეგებს. კვლევაში არის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. თუმცა არის გარკვეული მომენტები, როდესაც მე შესაძლოა სხვა განცდები მქონდეს, იგივე “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა პროცენტულ რაოდენობასთან მიმართებაში და იმასთან მიმართებაში, რაც ეხება სხვადასხვა პირების პოპულარობას, თუ არაპოპულარობას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასე ერთი ხელის მოსმით არ ივარგებს ნეგატიური კომენტარის გაკეთება. შესაძლოა რაღაცას ვენდობოდეთ, რაღაცას არ ვენდობოდეთ.

ნებისმიერი კვლევა რაღაც კუთხით საინტერესოა და წინასაარჩევნო კამპანიაში გასათვალისწინებელია,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცენტრალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა პრემიერმა 15 აპრილს გამართა. დაგეგმილია შეხვედრები რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებთან.

| Print |