მედია
რეგიონის ჟურნალისტებისთვის ახალციხეში ტრენინგი ჩატარდა
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა" დამწყები და მოქმედი ჟურნალისტებისთვის, ახალციხეში ორდღიანი ტრენინგი გამართა.

შეხვედრის პირველ დღეს ტრენერებმა, მონაწილეებთან ერთად, ლიბერალიზმის არსი განიხილეს. მომდევნო დღეს კი პრესრელიზის, ანონსის, ინტერვიუსა და ახალი ამბების ეფექტურად მომზადების ტექნოლოგიებზე, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი ორის" კორესპონდენტმა დავით ქაშიაშვილმა ისაუბრა.

"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამას "ფრიდრის ნაუმანის ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს. მის მიზანს რეგიონების ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს.

ორდღიანი ტრენინგ–კურსი წინასწარ შერჩეულმა 10–მა ჟურნალისტმა გაიარა.

| Print |