მედიატური ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლაში
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, მედია ტური მოეწყო. ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები სკოლის მუშაობის სპეციფიკას, მიდინარე სასწავლო პროგრამებსა და მიმართულებებს ადგილზე გაეცნენ. ჟურნალისტები ტურის ფარგლებში სახელმწიფო ადმინისტრების სკოლის სასაწავლო პროგრამების დარგობრივი კურსების მსმენელებს, ტრენერებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ასევე, დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, მედია ტური მოეწყო. ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები სკოლის მუშაობის სპეციფიკას, მიდინარე სასწავლო პროგრამებსა და მიმართულებებს ადგილზე გაეცნენ.

ჟურნალისტები ტურის ფარგლებში სახელმწიფო ადმინისტრების სკოლის სასაწავლო პროგრამების დარგობრივი კურსების მსმენელებს, ტრენერებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ასევე, დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა იმერეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. მედიის წარმომადგენლებმა, ქუთაისში ბაგრატისა და გელათის ტაძრები მოინახულეს, ხოლო წყალტუბოში პრომეთეს მღვიმეს ესტუმრნენ.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა. სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ორი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება: სახელმწიფო ენის სწავლების და საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების. სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უთმობს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით მათ სამოქალაქო ინტეგრაციაში ეხმარება.


| Print |