მედია
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა


3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. 

პრესის საერთაშორისო დღე აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა, რომლებმაც ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ აფრიკის კონტინენტზე თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს.

1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტები ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონულ სემინარზე შეიკრიბნენ, რომელიც დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას შეეხებოდა. მათ ე. წ. "ვინდჰუკის დეკლარაცია" მიიღეს, რომლითაც ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა მოუწოდეს. ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვეტილება მიიღო, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე სწორედ 3 მაისს აღენიშნა.

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა.

საქართველოს 28.98 ქულა აქვს. ქვეყნის რეიტინგი 2018 წლის ინდექსთან შედარებით ერთი პოზიციით გაუმჯობესდა.

ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ „საქართველოს მედიაგარემო პლურალისტურია, თუმცა კვლავ ძალიან პოლარიზებული“.

| Print |