მედია
უსახლკარო, ოთხფეხა მეგობრების ქალაქი
მაწანწალა ძაღლებს ახალციხის ქუჩებში დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით. მოქალაქეები ამბობენ, რომ მშიერი და ზოგჯერ ავადმყოფი ცხოველი, საფრთხის წინაშე აყენებს. 

ქუჩაში უსაფრთხო გადაადგილება არაერთხელ გახდა ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი.


ბოლო რამდენიმე წელია, უსახლკარო ცხოველები მესხეთის ქუჩის მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს. ხოლო ორბელიანის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ღამის საათებში ყველა სახლის წინ 5-6 ძაღლი შეგხვდებათ.

ქუჩის ძაღლების პრობლემა განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიების, კვების ობიექტების მეპატრონეებსა და მათ მომხმარებლებს აწუხებთ.

ქუჩაში მოხეტიალე ძაღლებს შეხვდებით ხორცის მაღაზიასთან და აფთიაქთან. 

მოსახლეობა უპატრონო ძაღლების მიერ, ბავშვებისათვის საფრთხის შექმნის საშიშროებაზე საუბრობენ. 

უსახლკარო ძაღლებისგან დაკბენილი მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუჩის ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაცია 2018 წლის ნოემბრიდან დაიწყო.
| Print |