მედია
,,მადლობა დიდო გურუ, ამ ბედნიერების მონიჭებისთვის" – ახალციხეში რუსთავი 2–ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აფასებენ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სამოქალაქო სექტორი უარყოფითად აფასებს. ახალციხესა და ბორჯომში მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და მკვეთრად გამოხატულ პოზიციას ღიად აფიქსირებენ. სამოქალაქო საზოგადოება ,,ტოლერანტის" ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი წერს: ,,დილა მშვიდობის, გათენებულა. სავსე მაცივრობის, ბედნიერების, ბარაქის, ჭკვიანი ხალხის დაფასების. დიდი მადლობა ჰოი დიდო გურუ, ამ ბედნიერების მონჭებისთვის".

რუსთვაი 2-დან თანამშრომლების გაშვება, სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებად მიაჩნია ჯაბა ნათენაძეს. ,,ახლა გადადეთ გვერდზე პულტები, მიშა სააკაშვილის მმართველობის ბოლო დროინდელი ტელევიზიები გაიჩითა, ყველა რომ ერთ ხმაზე ბღაოდა, ვენახებიდან და მშენებარე კორპუსებიდან, თქვენ ამბობდით, რომ არ მოგწონდათ ის და ახლა მეუბნებით, რომ ეს სხვაა? სასაცილოები ხართ... სიმართლე კი არის ის, რომ თქვენ დემოკრატია სულ ცალ ფეხზე გკიდიათ, თქვენ უბრალოდ ფარისევლობთ და მეუბნებით, მაშინ ის ცუდი იყოვო, ახლა ეს კაიაო, ამას კი .... თამაში ჰქვია. ხო მართლა აღმშენებლობა და აყვავება რომ დაიწყება, არ დამიმალოთ ;) " - წერს ჯაბა ნათენაძე.

ბორჯომის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან გიორგი გიუაშვილი ახალციხელების მსგავსად, ქიბარ ხალვაშის ინიციატივას აკრიტიკებს და წერს: ,,რუსთავი-2 ოკუპირებულია! აბა ხვალიდან გაგევსებათ ჯიბეები, მაცივრები, ლარიც გამყარდება და კრიმინალიც შემცირდება! "41сорок адин".

ბორჯომის საკრებულოში, ფრაქცია ,,უკეთესი ბორჯომის" თავმჯდომარე ბაკურ გელაშვილი აქცენტს რუსთავი 2–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლებაზე აკეთებს.
,,Nodar Meladze -სნაირ პროფესიონალს რომ ტელვიზიდან გაუშვებ, როგორც ჩანს აღარ ექვემდებარები მედიკამეტოზურ მკურნალობას. რუსთავი ორი დაამგვანეს ამორტიზირებულ საბჭოთა ხუხულას, რომელიც მალე თავზე დაექცევათ. ხოლო, იქ სადაც ნოდარი მივა ის ტელევიზია the best გახდება."

ახალციხესა და ბორჯომში სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის რეაქცია, 20 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და არხის წამყვანი სახეები – გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი. არხზე დაწყებული საკადრო ცვლილებები ზეწოლად შეაფასეს 9 საათიანი ,,კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათ პროტესტის ნიშნად რუსთავი 2–ის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს.
| Print |