ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი" ეთერში 18 წლის წინ გავიდა
ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ იუბილარია. ზუსტად 18 წლის წინ, ახალციხეში, ადგილობრივმა ტელევიზიამ მაუწყებლობა დაიწყო. ამ ხნის მანძილზე, მედიასა და მის თანამშრომლებს, არაერთი რთული პერიოდის გავლა მოუწიათ, თუმცა ტელეკომპანია მაუწყებლობას დღემდე უწყვეტად განაგრძობს. ,,მე–9 არხი“ 18 წლისაა. რეგიონულმა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 1997 წლის 21 დეკემბერს დაიწყო და დღემდე, უწყვეტად აგრძელებს. თითქმის ორი ათეული წელია, არხი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ იუბილარია. ზუსტად 18 წლის წინ, ახალციხეში, ადგილობრივმა ტელევიზიამ მაუწყებლობა დაიწყო. ამ ხნის მანძილზე, მედიასა და მის თანამშრომლებს, არაერთი რთული პერიოდის გავლა მოუწიათ, თუმცა ტელეკომპანია მაუწყებლობას დღემდე უწყვეტად განაგრძობს.

,,მე–9 არხი“ 18 წლისაა. რეგიონულმა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 1997 წლის 21 დეკემბერს დაიწყო და დღემდე, უწყვეტად აგრძელებს. თითქმის ორი ათეული წელია, არხი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს. ამ ხნის მანძილზე, ,,მე–9 არხსა“ და მის თანამშრომლებს, არაერთი პრობლემის გადალახვა მოუწიათ. ბოლო გამოწვევა ანალუგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა იყო და ტელეკომპანიამ ესეც დაძლია.

 

18 წლის წინ, რამდენიმე მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ახალციხეში, მედიაგარემო უფრო კონკურენტული გაეხადა. ახალგაზრდებს არ  ჰქონდათ ფული, თუმცა ჰქონდათ ენთუზიაზმი. სხვაგვარად როგორ შეძლებდნენ, რომ ერთი ვიდეოკამერით, ორი მიკროფონითა და  სამონტაჟო ვიდეომაგნიტოფონით ახალი ტელევიზია გაეხსნათ.

ადგილობრივმა ტელევიზიამ რეგიონში მიმდინარე პროცესები, პრობლემები თუ წარმატება, ობიექტურად უნდა გააშუქოს – ეს მაყურებლის დაკვეთაცაა და მედიასაშუალების მოვალეობაც და თუ მოსახლეობის ამ მოთხოვნას არ შეასრულებ, მაყურებელი აღარ გეყოლება. ეს ,,მე–9 არხში“ ყველა თანამშრომელმა იცის, ამიტომ აქ ყველაფერი კეთდება, რომ ეთერში მხოლოდ დაბალანსებული ინფორმაცია მოხვდეს.

,,მე–9 არხის“ თანამშრომლების მიერ მომზადებული სიუჟეტების არაერთი წარმატება მიუთითებს იმაზე, რომ ტელეკომპანიას სწორი მიმართულება აქვს არჩეული. ამ ეტაპზე ტელევიზია კომპანია ნირასთან თანამშრომლობს, რომლის მხარდაჭერითაც  საეთერო სტუდიის მოწყობა მოხერხდა. რეგიონული მაუწყებელი მომავალ წელს აირექსისა და ბრიტანეთის საბჭოს პროექტებს განახორციელებს. ,,მე–9 არხი“ 2016, საარჩევნო წლისთვის ემზადება.

 


| Print |