აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს
აშშ–ს საელჩო დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობის მიღება არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ. 2016 წლისათვის კომისია გრანტს მაქსიმუმ 24 000 დოლარის ოდენობით გასცემს. პროგრამისა და მცირე გრანტებისა შესახებ დღეს, 18 დეკემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აშშ–ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს. მათი თქმით, საელჩო თანხას რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით გასცემს. კერძოდ: სამოქალაქო ჩართულობა– სამოქალქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; სამოქალაქო განათლებისა და ადვოკატირების ხელშეწყობა; კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ–ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში; ქალების, უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა ჯგუფების უფლებების დაცვა და ლიდერის უნარ–ჩვევების გაღრმავება; დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობა; სხვა. საარჩევნო სისტემის ხელშეწყობა –ამომრჩევეთა მიუკერძოებელი განათლება; საზოგადოების ინფორმირებულობა საარჩევნო პროცესის შესახებ და აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესის მონიტორინგი და დამკვირვებლების გადამზადება; სხვა. გარემოს  დაცვა – საზოგადოების ინფორმირება; გარემოსდაცვითი სათემო პროექტების ხელშეწყობა; ნარჩენების გადამუშავების წახალისება; სხვა. მასმედიის განვითარება მეტად ინფორმირებული და აქტიური საზოგადოებისათვის– ადგილობრივი პროგრამების გამრავალფეროვნება; პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; მედიის გამჭვირვალობა და უფლებების ადვოკატირება; ჟურნალისტური ეთიკის ხელშეწყობა; სხვა. პროექტები 2016 წლის 25 იანვრამდე მიიღება, მხოლოდ ინგლისურ ენაზე. სპეციალური აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ ვებ–მისამართზე: http://georgia.usembassy.gov  

embassy_seal_smallაშშ–ს საელჩო დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობის მიღება არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ. 2016 წლისათვის კომისია გრანტს მაქსიმუმ 24 000 დოლარის ოდენობით გასცემს.

პროგრამისა და მცირე გრანტებისა შესახებ დღეს, 18 დეკემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აშშ–ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს. მათი თქმით, საელჩო თანხას რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით გასცემს. კერძოდ:

სამოქალაქო ჩართულობა– სამოქალქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; სამოქალაქო განათლებისა და ადვოკატირების ხელშეწყობა; კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ–ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში; ქალების, უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა ჯგუფების უფლებების დაცვა და ლიდერის უნარ–ჩვევების გაღრმავება; დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობა; სხვა.

საარჩევნო სისტემის ხელშეწყობა –ამომრჩევეთა მიუკერძოებელი განათლება; საზოგადოების ინფორმირებულობა საარჩევნო პროცესის შესახებ და აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესის მონიტორინგი და დამკვირვებლების გადამზადება; სხვა.

გარემოს  დაცვა – საზოგადოების ინფორმირება; გარემოსდაცვითი სათემო პროექტების ხელშეწყობა; ნარჩენების გადამუშავების წახალისება; სხვა.

მასმედიის განვითარება მეტად ინფორმირებული და აქტიური საზოგადოებისათვის– ადგილობრივი პროგრამების გამრავალფეროვნება; პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; მედიის გამჭვირვალობა და უფლებების ადვოკატირება; ჟურნალისტური ეთიკის ხელშეწყობა; სხვა.

პროექტები 2016 წლის 25 იანვრამდე მიიღება, მხოლოდ ინგლისურ ენაზე. სპეციალური აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ ვებ–მისამართზე:

http://georgia.usembassy.gov

 

| Print |