სამმართველოში, „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი მოწმის სახით დაკითხეს
ახალციხის რაიონულ სამმართველოში დღეს ტელეკომპანია „მეცრე არხის“ გადაცემა “დიალოგის” წამყვანი, მოწმის სახით დაიკითხა. გამომძიებელს  რუსუდან გვარამაძესთან კითხვები, ტელეკომპანიის ეთერში, 10 დეკემბერს გასული გადაცემის ირგვლივ ჰქონდა. ჟურნალისტის თქმით, სამართალდამცველი დაინტერესდა ჩაიშალა თუ არა გადაცემა, ქალაქის მერისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დაპირისპირების დროს. ასევე, იმ დეტალებით თუ რა ხდებოდა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში და კადრს მიღმა. რაიონული სამმართველო საქმის ირგვლივ,  ქალაქის მერის გიორგი კოპაძის დაკითხვასაც გეგმავს.

ახალციხის რაიონულ სამმართველოში დღეს ტელეკომპანია „მეცრე არხის“ გადაცემა “დიალოგის” წამყვანი, მოწმის სახით დაიკითხა. გამომძიებელს  რუსუდან გვარამაძესთან კითხვები, ტელეკომპანიის ეთერში, 10 დეკემბერს გასული გადაცემის ირგვლივ ჰქონდა. ჟურნალისტის თქმით, სამართალდამცველი დაინტერესდა ჩაიშალა თუ არა გადაცემა, ქალაქის მერისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დაპირისპირების დროს. ასევე, იმ დეტალებით თუ რა ხდებოდა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში და კადრს მიღმა.

რაიონული სამმართველო საქმის ირგვლივ,  ქალაქის მერის გიორგი კოპაძის დაკითხვასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა ახალციხის მერის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი 11 დეკემბერს შეიტანა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება  მოითხოვა. გოგოლაურის თქმით, კოპაძემ თოქ–შოუ „დიალოგში“ მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრისა და  ქალაქის მერის დაპირისპირება, 10 დეკემბერს გადაცემა „დილოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა.


| Print |