მედია
ახალციხეში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
„სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს“, „თავისუფლება მედიას“, „სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია“ - ახალციხეში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს და შოთა რუსთაველის ძეგლთან აქცია გამართეს.

ახალციხელი ჟურნალისტები აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებენ მმართველ პოლიტიკურ ძალას და ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა.

აქციის მონაწილეთა შეფასებით, ტელევიზიის დირექტორი ყველაფერს აკეთებს სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის.

დღესვე სოლიდარობის აქცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით თბილისშიც გაიმართა. 16 თებერვალს კი საპროტესტო აქციებიმოეწყო ბათუმსა და ქუთაისში.

| Print |