თამარ გოგოლაძე "მეცხრე არხის" ჟურნალისტს: "ბევრს ვითმენ–ხოლმე, მაგრამ მერე კარგი დარტყმა ვიცი"
მერიის მიერ, ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ რეკომენდაციებს, საკრებულოს ბიუროები განიხილავენ. ქალაქის მერი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ შენიშვნები ბევრი იყო, თუმცა ყველა მათგანის მიღება ვერ მოხერხდა. ქალაქის საკრებულოს  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისათვის დასმულ კითხვას თუ რა რეკომენდაციები გაითვალისწინა მერიამ, მისი  მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. ქალაქის საკრებულოს  კომისიები ამ ეტაპზე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტს განიხილავენ, რომელიც მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.

მერიის მიერ, ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ რეკომენდაციებს, საკრებულოს ბიუროები განიხილავენ. ქალაქის მერი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ შენიშვნები ბევრი იყო, თუმცა ყველა მათგანის მიღება ვერ მოხერხდა. ქალაქის საკრებულოს  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისათვის დასმულ კითხვას თუ რა რეკომენდაციები გაითვალისწინა მერიამ, მისი  მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.

ქალაქის საკრებულოს  კომისიები ამ ეტაპზე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტს განიხილავენ, რომელიც მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა. ქალაქის მერი „მეცხრე არხთან“ აცხადებს, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით, დეპუტატების ყველა შენიშვნის  შესწორება ვერ მოხერხდა. რეკომენდაციებიდან ერთერთი, რაც აღმასრულებელმა ორგანომ გაითვალისწინა, საკრებულოს თანამშრომლებისათვის დანამატების დანიშვნაა.

მთავარ ფინანსურ დოკუმენტში რომელი  კონკრეტული რეკომენდაცია გაითვალისწინა, ან არ გაითვალისწინა მერიამ? –ამ კითხვით „მეცხრე არხმა“ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელსაც მიმართა, რასაც თამარ გოგოლაძის გაღიზიანება მოჰყვა. მისი თქმით,  არხის ერთერთმა  ჟურნალისტმა, საკითხზე კომენტარი  რამდენიმე დღის წინაც ითხოვა და იმის გამო რომ, აღიშნულს კომისიები განიხილავენ, პასუხი ვერ მიიღო.  თამარ გოგოლაძის აზრით, დღეს იგივე კითხვა ჟურნალისტს მისთვის აღარ უნდა დაესვა.

თამარ გოგოლაძემ „მეცხრე არხის“ ჟურნალისტს კითხვის დასმის ფორმა  დაუწუნა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტურ ტექნოლოგიებში მათზე კარგად არის ინფორმირებული. რეპორტიორის მიერ ჩაკითხვას კი საკრებულოს თავმჯდომრის მოვალეობის შემსრულებელი ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის დარღვევად მიიჩნევს. კადრების ეთერში გასვლის შემთხვევაში კი „მეცხრე არხს’ სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, „მეცხრე არხის“ ჟურნალისტების მიმართ პრეტენზია იმის გამოც გამოთქვა, რომ მას საკუთარი საცხოვრებელი სახლი ახალციხეში არ აქვს და ამ თემით ტელეკომპანია არასდროს დაიტერესებულა.

მერიიდან წარმომადგენლობით ორგანოს, მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებული ვარიანტი 10 დეკემბერს გადაეგზავნა. კომისიებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, რა რეკომენდაციები გაითვალისწინა აღმასრულებელმა ორგანომ. 2016 წლის ქალაქის ბიუჯეტი თვის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.


| Print |