მედია
"მეცხრე არხის" მასალით საერთაშორისო მედია დაინტერესდა
ტელეკომპანია "მეცხრე არხის" მიერ მომზადებული ვიდეო, რომელიც ახალციხეში მცხოვრებ თუნუქის ხელოსანს ეხებოდა, ჩეხეთში დარეგისტრირებულ ინგლისუნოვან ვებ-გვერდზე განათავსეს. ზავენ კირაკოსიანის ინტერვიუ სათაურით "კალის კაცი ახალციხეში", Transitions Online-ზე ინგლისური სუბტიტრებით გამოქვეყნდა.
მისი ნახვა ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემდეგ არის შესაძლებელი, თუმცა აქვე ვურთავთ იგივე მასალის ლინკს, რომელიც tv9news.ge-ზე გამოქვეყნდა.
"მეცხრე არხის" ეს ვიდეო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მულტიმედია პროდუქტი, ორგანიზაცია "ინტერნიუსმა" წარადგინა.
მედია ორგანიზაცია Transitions Online ცნობილია ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
გააზიარეთ :