მედია
,,მეცხრე არხმა“ ტექნიკა განაახლა
პროფესიონალი ვიდეოჩამწერები, მიქშერები, სამონტაჟო კომპიუტერი – ტელეკომპანია ,,მე–9 არხმა“ ტექნიკა განაახლა. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასავლასთან დაკავშირებით, ტელევიზია მუშაობას HD ხარისხის თამედროვე აპარატურით განაგრძობს. აღნიშნული ძვირადღირებული ტექნიკა მაუწყებელმა გადაცემა ,,ფერმერის საათის“ პროექტის ფარგლებში შეიძინა.

პროფესიონალი ვიდეოჩამწერები, მიქშერები, სამონტაჟო კომპიუტერი – ტელეკომპანია ,,მე–9 არხმა“ ტექნიკა განაახლა. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასავლასთან დაკავშირებით, ტელევიზია მუშაობას HD ხარისხის თამედროვე აპარატურით განაგრძობს.

აღნიშნული ძვირადღირებული ტექნიკა მაუწყებელმა გადაცემა ,,ფერმერის საათის“ პროექტის ფარგლებში შეიძინა.

გადაცემას red programme–მა ახორციელს. პროექტი, როგოც ტელევიზიის ტექნიკურ აღჭურვას, ასევე ,,ფერმერის საათზე“ მომუშავე ჯგუფისთვის ტრენინგის ჩატარებას და სარეკლამო და სოციალური კვლევისთვის საჭირო თანხების გამოყოფას გულისხმობს.

18 თვიანი პროექტის ღირებულება 55 ათასი ლარია, თანხა ძირითადად სტუდიური ტექნიკის გაციფრულებას მოხმარდება.

აღჭურვილობის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. ვიდეოსკოპის, სამბიტისა და ჯი–ემ–სის მიერ შეძენილი ტექნიკით ტელეკომპანია მეცხრე არხი საკუთარ მაყურებელს უკეთესი ხარისხის პროდუქციას შეთავაზებს.

ამ ეტაპზე, დაახლოებით 19 ათასი დოლარის ღირებულების აპარატურაა განახლებული.


| Print |