"რუსთავი–2"–ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს იურისტები აფასებენ
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ახალციხეში მოქმედი იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებას, მათი უმრავლესობა არაკანონიერად მიიჩნევს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართა. გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი ორის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების შეჩერებისა და მათ ნაცვლად დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშრებით, ახალციხეში მოქმედი იურისტების უმრავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ახალციხეში მოქმედი იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებას, მათი უმრავლესობა არაკანონიერად მიიჩნევს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართა.

გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი ორის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების შეჩერებისა და მათ ნაცვლად დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშრებით, ახალციხეში მოქმედი იურისტების უმრავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებით სახელმწიფო კონსტიტუციურ ფარგლებს გასცდა და ტელეკომპანიას მოუწოდა საკუთარი უფლება ძალით დაიცვას. მისი თქმით, ურთმელიძეს არ ჰქონდა უფლება დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ განჩინება გამოეტანა. იურისტი ამბობს, რომ განჩინების მიხედვით, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მხოლოდ ახლად დანიშნულ მფლობელებს აქვთ.

იურისტი იოსებ ხითარიშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო–საპროცესო კოდექსის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუკი დასაბუთებული და არგუმენტირებული იქნებოდა, რა საფრთხეს შექმნიდა მოცემული ღონისძიების გამოუყენებლობა. იურისტის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია კერძო განჩინებით გასაჩივრდეს. აქვე აღნიშნავს, რომ ურთმელიძის მიერ მიღებული განჩინება გასაუქმნებელია, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო–საპროცესო ნორმებსა და მთლიანად კანონმდებლობას.

,,რაც გადაწყვეტილებაში წერია, ის უნდა აღსრულდეს“ – განმარტავს, იურისტი მაიზერ ბაბლუანი. იგი მიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, მოსამართლე ვალდებულია გადაწყვეტილება დოკუმენტის შესვლიდან 24 საათის განმავლობაში გამოიტანოს. შესაბამისად, ბაბლუანის თქმით, გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნა მიღებულია. აქვე აღნშინავს, რომ რუსთვის ორის ახალი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრში ცვლილება უკვე ატვირთულია.

რუსთავი 2–ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, არხის მიმართ ზეწოლად აფასებენ ახალციხეში მოქმედი არასამთავრობოები. ისინი მოქალაქეთა ინტერესებისა და მედია თავისუფლების შესახებ საუბრობენ. პროცესს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, მესამე სექტორი სიტყვის თავისუფლებასა და მედიის ზეწოლას უკავშირებს.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, ამ დროისათვის რუსთავი 2–ის ხელმძღვანელ პირებს, ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და სხვებს უფლებამოსილება შეუჩერდათ. განჩინების მე–6 პუნქტის თანახმად, რევაზ საყევარიშვილმა და დავით დვალმა უფლებამოსილების განცხორციელება 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.


| Print |