მედია
ეთნიკური უმცირესობის მედია ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა - TV9NEWS.GE ახალ პროექტს იწყებს
tv9news.ge საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი სომხურენოვანი მოსახლეობის მიერ სანდო და დროული ინფორმაციის მიღებას ადგილობრივ და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.

პროექტის ,,ეთნიკური უმცირესობის მედია ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დეზინფორმაციასთან ბრძოლის” ძირითადი მიმართულება სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბების მულტიმედია ხერხებით გავრცელება იქნება.

COVID-19-თან დაკავშირებული ინფორმაცია; თოქშოუების მომზადება რუსული გავლენების შესახებ; ადამიანური ისტორიების, პორტრეტებისა და სხვა საინტერესო ფაქტების გაცნობა ორ ენაზე გაცნობა აუდიტორიისთვაის თანამედროვე ონლაინ ინსტრუმენტებით.

მედიაგუნდი, მივა რეგიონის მაღალმთიან სოფლებში პრობლემების იდენტიფიცირებისთვის და საზოგადოებას მათ კულტურასა და ტრადიციებს გააცნობს.

ამასთანავე, მედია კომპანია მუდმივად იმუშავებს COVID-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის გაშუქებაზე, ისევე როგორც, ყალბი ინფორმაციისა და მითების გამოვლენაზე.

პროექტის განმავლობაში ჩატარდება 4 ონლაინ ვებინარი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია აქტორების საქმიანობის უკეთეს კოორდინირებას, და ამასთანავე, მიმოიხილავს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას.

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი tv9news.ge -სთან ერთად მაქსიმალურად უზრუნველყოფს ადგილობრივი თემების (ხალხის) ჩართულობას.

ორგანიზაციის დირექტორის გიორგი გოგუაძის თქმით, პარტნიორი მედიაორგანიზაცია პროექტის ყველა ეტაპზე GCSD-ისთან ახლო თანამშრომლობითა და ორგანიზაციის ზედამხედველობით განახორციელებს პროექტის ფარგლებში შესასრულებელ მედია აქტივობებს.

,,საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია და ვფიქრობ, წარმატებული თანამშრომლობა შედგება. იმედია, ეს პროექტი თავის წვლილს შეიტანს ინტეგრაციის პროცესში" - აცხადებს GCSD-ის დირექტორი გიორგი გოგუაძე.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია - ,,ღია საზოგადოება - საქართველო" (OSGF).

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება ახლა და ამ გუნდთან ერთად, თუ გავითვალისწინებთ იმ პროცესებს, რის წინაშეც დგას რეგიონი და როგორ ვითარდება სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოვლენები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი სომხური თემისთვის საკუთარი რეგიონის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მათთვის გასაგებ ენაზე" - აცხადებს tv9news.ge -ს დირექტორი მაია იველაშვილი.

| Print |