ზეწოლის შემთხვევები რეგიონულ მედიაზე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევა
ზეწოლის შემთხვევები რეგიონულ მედიაზე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ კვლევა, სადაც ხელისუფლების მხრიდან, ჟურნალისტების ხელშეშლის 15-ზე მეტი ფაქტია ასახული. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას შექმნილ წინააღმდეგობებზე „მეცხრე არხთან“, სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ჟურნალისტებიც საუბრობენ. ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი მედიასაშუალებაა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება. საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში, თანამდებობის პირების მხრიდან, ჟურნალისტებზე  სიტყვიერ და ფიზიკურ  შეურაცხყოფასაც ჰქონდა  ადგილი.  თიკო კურტანიძე  არაერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც კრიტიკული მასალის ეთერში გასვლის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ცდილობდნენ.

ზეწოლის შემთხვევები რეგიონულ მედიაზე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ კვლევა, სადაც ხელისუფლების მხრიდან, ჟურნალისტების ხელშეშლის 15-ზე მეტი ფაქტია ასახული. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას შექმნილ წინააღმდეგობებზე „მეცხრე არხთან“, სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ჟურნალისტებიც საუბრობენ.

ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი მედიასაშუალებაა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება. საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში, თანამდებობის პირების მხრიდან, ჟურნალისტებზე  სიტყვიერ და ფიზიკურ  შეურაცხყოფასაც ჰქონდა  ადგილი.  თიკო კურტანიძე  არაერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც კრიტიკული მასალის ეთერში გასვლის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ცდილობდნენ.

ჟურნალისტებზე ზეწოლაზე საუბრობენ საინფორმაციო სააგენტო  „სამხრეთის კარიბჭე”–სა და ტელეკომპანია „ბორჯომშიც“. საინფორმაციო სააგენტოს რედაქტორი განმარტავს, რომ  ჟურნალისტების საქმიანობაში  ჩარევა ჩინოვნიკების მხრიდან ბოლო პერიოდში, უფრო გახშირდა. ნინო ნარიმანიშვილის თქმით,  „სამხრეთის კარიბჭე“-ს დახურვითაც ემუქრებოდნენ.

ხელისუფლების მხრიდან,  რეგიონულ   მედიაზე ზეწოლის შესახებ, კვლევა მოამზადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”. ორგანიზაციის განცხადებით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგიონულ მედიაზე  ზეწოლის 15-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. კვლევაში არ მოხვდა ზეწოლის ყველა ფაქტი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობაში” მიიჩნევენ, რომ რეგიონებში ჟურნალისტებზე ზეწოლა საფრთხის შემცველ  ტენდენციად ყალიბდება. ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში კი რეგიონულ მედიას, მოახლოებული  საპარლამენტო არჩევნების ჯეროვნად გაშუქებაში ხელი მნიშვნელოვნად შეეშლება. მედიაზე ზეწოლის ფაქტები ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც.


| Print |