მედია
მარეგულირებლის ინიციატივა საერთოდ არ ეხება მაუწყებელს - ქართული ოცნება
მარეგულირებელ კომისიის უფლებამოსილების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ინიციატივა საერთოდ არ ეხება მაუწყებელს და ამ საკითხის მიმართულებით წამოწევას ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირებენ.

,,ეს ინიციატივა საერთოდ არ ეხება მაუწყებელს, საუბარია მხოლოდ ელექტრონული უსაფრთხოების საკითხებზე. მიუხედავად ამისა, რადიკალური ოპოზიციისგან და მათი მხარდამჭერებისაგან ამასთან დაკავშირებით უტიფარი ტყუილები მოვისმინეთ. დღეს ეს მათ ფაქტობრივად აღიარეს და განაცხადეს , რომ მიუხედავად იმისა, რომ არ წერია არსად, მაუწყებელი უნდა დაკონკრეტდესო. ვფიქრობ, რომ ისინი დაცლილები არიან საკითხებისგან და ამიტომ ხელოვნურად იგონებენ ნახევარდღიან ტყუილებს, რათა აჟიოტაჟი შექმნან," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების ავტორი მთავრობა და მარეგულირებელი კომისიაა. უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ ინტერნეტ პროვაიდერებს.

საქართველოს მთავრობის ინიცირებული კანონპროექტით, რომლის ავტორებიც არიან მთავრობის ადმინისტრაცია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია, განსაზღვრულია, რა შემთვევაში შეუძლია კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნა.

კანონპროექტს საშინელებას და სახიფათოს უწოდებენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

კანონპროექტი გააპროტესტეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, სადაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებამოსილება ექნება, სპეციალური მმართველი დანიშნოს მაუწყებლებში. 


მსგავსი მასალები:

საქართველო ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი არ არის, რომ მედიაში ცენზორები დაინიშნონ - გია ანდღულაძე


მარეგულირებელი კომისია სახიფათო თამაშს თამაშობს - პოლიტიკოსები მაუწყებლის ახალ კანონპროექტზე

სპეციალური მმართველი ტელევიზიებში - კომუნიკაციების კომისიის კანონპროექტი
| Print |