მედია
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" პრესკონფერენციას გამართავს
10 ივლისს, 10:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ინიციატივით ტელემაუწყებლები, რადიომაუწყებლები და სამოქალაქო სექტორი მართავს პრესკონფერენციას.

ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს და მისი მიღება უდიდეს ზიანს მიაყენებს მედიაგარემოს. 

დარგობრივ კომიტეტში განხილვის პროცედურის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაიწვიოს ინიციატივა, ასევე მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას კანონპროექტის დამტკიცება.

ამავე თემაზე:

სპეციალური მმართველი ტელევიზიებში - კომუნიკაციების კომისიის კანონპროექტი

მარეგულირებელი კომისია სახიფათო თამაშს თამაშობს - პოლიტიკოსები მაუწყებლის ახალ კანონპროექტზე
| Print |