მედია
წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი 1-ელ სექტემბერს დაიწყება
კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1-ელ სექტემბერს დაიწყებს.

50-მდე საერთო ავტორიზაციის მქონე მაუწყებელზე რეკლამას, დებატებს, ახალ ამბებს და გადაცემებს 30-მდე პირი 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება, ასევე შეისწავლიან აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს.

მონიტორები ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია "მემო 98"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რასტო კუზელმა გადაამზადა.
| Print |