NDI: ადგილობრივი მთავრობის საქმიანობის შესახებ, მოსახლეობა ინფორმაციას რეგიონული მედიისგან იღებს
რა არის თქვენთვის საუკეთესო გზა ადგილობრივი ხელისუფლებისა  და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად  – NDI -ის ამ კითხვის საპასუხოდ,  გამოკითხულთა 48%-მა რეგიონული  მაუწყებლები დაასახელა. რეგიონულ მედიისადმი არსებულ ნდობას მოსახლეობა ჩვენს გამოკითხვაშიც ადასტურებს.

რა არის თქვენთვის საუკეთესო გზა ადგილობრივი ხელისუფლებისა  და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად  – NDI -ის ამ კითხვის საპასუხოდ,  გამოკითხულთა 48%-მა რეგიონული  მაუწყებლები დაასახელა.

რეგიონულ მედიისადმი არსებულ ნდობას მოსახლეობა ჩვენს გამოკითხვაშიც ადასტურებს.

“ეროვნულ- დემოკრატიული  ინსტიტუტის” კვლევის შედეგებს რეგიონული ტელეკომპანიები ს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ რეგიონული მედია აქცენტებს, სწორ და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საჭირო საკითხებზე აკეთებს.

რეგიონული მაუწყებლების უპირატესობებზე საუბრობს ნათია კუპრაშვილიც. “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ კვლევის შედეგი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

გამოკითხვიდან , ასევე,  ჩანს, რომ მოსახლეობა ყურადღებას აქცევს მათთან დაახლოებული პირებისგან (27%) მიღებულ ინფორმაციასაც. გამოკითხულთა 21%-ს  კი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე ცნობების მისაღებად საუკეთესო საშუალებად საჯარო შეხვედრები მიაჩნია.

კვლევა „ეროვნულ-დემოკრატიულმა“ ინსტიტუტმა “CRRC-საქართველოსთან“  ერთად განახორციელა. გამოკითხვა 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს ფორმატით 4, 448 პირი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება კი +/_3.01%-ია.


| Print |