მედია
კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს იწყებს
პირველი სექტემბრიდან, კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს იწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

„კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, 24 საათიან რეჟიმში, 50-მდე საერთო ავტორიზაციის მქონე მაუწყებელს გაუწევს მონიტორინგს. მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება. მედიამონიტორინგი კენჭისყრის დღის ჩათვლით განხორციელდება, რომლის შესახებ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საჯაროდ გამოაქვეყნებს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |