ახალციხელების მოსაზრებები ,,რუსთავი 2"–თან დაკავშირებით
“გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით – მან თავისი გადაწყვეტილებით “რუსთავი 2” დახურა.– ეს განცხადება დღეს არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურა გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ტელეკომპანია, გამოუვალი მდგომარეობის გამო, წილის გასხვისებით ექვს მილიონ დოლარიანი ინვესტიციის მოზიდვას გეგმავდა, პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა და წილის ყიდვას კეზერაშვილის ნათესავი მართლაც აპირებდა, თუმცა ტელეკომპანიას ამის საშუალება კონკრეტული მიზნების გამო შეუზღუდეს. რუსთვი 2 –თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს აფასებენ ახალციხეში მაცხოვრებლები. ადგილობრივთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება  ტელეკომპანიაზე ზეწოპლას ახდენს, რასაც მათი აზრით დაყადარებული ქონება და სხვადასხვა ქალაქებში არხის მიერ ორგანიზებული ფესტივალისათვის ხელის შეშლის მცდელობები მეტყველებს. ნაწილი კი აღნიშნულს პოლიტიკურ სვლას უწოდებს და ამბობს, რომ არხზე შეზღუდვები არ ხორციელდება.

“გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით – მან თავისი გადაწყვეტილებით “რუსთავი 2” დახურა.– ეს განცხადება დღეს არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურა გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ტელეკომპანია, გამოუვალი მდგომარეობის გამო, წილის გასხვისებით ექვს მილიონ დოლარიანი ინვესტიციის მოზიდვას გეგმავდა, პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა და წილის ყიდვას კეზერაშვილის ნათესავი მართლაც აპირებდა, თუმცა ტელეკომპანიას ამის საშუალება კონკრეტული მიზნების გამო შეუზღუდეს.

რუსთვი 2 –თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს აფასებენ ახალციხეში მაცხოვრებლები. ადგილობრივთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება  ტელეკომპანიაზე ზეწოპლას ახდენს, რასაც მათი აზრით დაყადარებული ქონება და სხვადასხვა ქალაქებში არხის მიერ ორგანიზებული ფესტივალისათვის ხელის შეშლის მცდელობები მეტყველებს. ნაწილი კი აღნიშნულს პოლიტიკურ სვლას უწოდებს და ამბობს, რომ არხზე შეზღუდვები არ ხორციელდება.

ტელეკომპანია რუსთავი 2–ის მიერ ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ სხვადასხვა პრეტენზიების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ახალციხეში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

რუსთავი 2-ის ქონება სრულად, 5 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით  დაყადაღდა.  ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მფლობელთა წილებსაც. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა. საბოლოო დავის დასრულებამდე არხს აეკრძალა მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. დღეს  „რუსთავი ორის“ გელერალურმა დირექტორმა დახმარება მოსახლეობას სთხოვა და საბანკო ანგარიში გამოაქვეყნა.


| Print |