ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. 18 აგვისტოს, 10:00 საათზე ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშება და მოსახლეობა მხოლოდ ციფრული სიგნალის მიღებას შეძლებს. რეფორმის შესახებ დღეს ახალციხესა და ბორჯომში,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.

სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. 18 აგვისტოს, 10:00 საათზე ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშება და მოსახლეობა მხოლოდ ციფრული სიგნალის მიღებას შეძლებს.

რეფორმის შესახებ დღეს ახალციხესა და ბორჯომში,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.

რა არის საჭირო ციფრული სიგნალის მისაღებად, როგორ უნდა დამონტაჟდეს სეთ–თოფ ბოქსი? – მოსახლეობის კითხვებს ეკონომიკის სამინისტროს, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, ტელერადიოცენტრის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა უპასუხეს. შეხვედრაზე სოფლის რწმუნებულებმა აღნიშნეს, რომ სიახლეს მოსახლეობა მოუმზადებელი ხვდება. მათ დიდ ნაწილს სეთ–თოფ ბოქსები ამ დრომდე არ შეუძენიათ.

ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა 1–ელ ივლისს დაიწყო და 25 აგვისტოს დასრულდება. რეფორმის განხორციელებით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს. სამცხე–ჯავახეთი მეექვსე რეგიონია, სადაც ანალოგური მაუწყებლობა გაითიშება. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში რეგიონის არაქართულენოვან მოსახლეობას სომხურ ენაზე ფლაერები და ბუკლეტები დაურიგდა. სამცხე–ჯავახეთში სეთ–თოფ ბოქსი უფასოდ 4,400–მდე სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო.


| Print |