Error
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ახალციხეში შეხვედრა გაიმართება
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 18 აგვისტოს გადადის. ამასთან დაკავშირებით, რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება. 17 აგვისტოს 13:00 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში ადგილობრივებს, ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპს „საქართველოს ტელერადიო ცენტრის,“ ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები შეხვდებიან. ამავე დღეს 15:00 საათზე შეხვედრა გაიმართება ბორჯომში, გამგეობის სააქტო დარბაზში. რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები ადგილობრივ მოსახლეობას ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობენ. შეგახსენებთ, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია, სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც. მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად, მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს (70 000 და ნაკლები სარეიტინგოქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ. საქართველოს მასშტაბით, ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის გათიშვა 25 აგვისტოს დასრულდება.

cifruli-e1430323898322სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 18 აგვისტოს გადადის. ამასთან დაკავშირებით, რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება. 17 აგვისტოს 13:00 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში ადგილობრივებს, ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპს „საქართველოს ტელერადიო ცენტრის,“ ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები შეხვდებიან. ამავე დღეს 15:00 საათზე შეხვედრა გაიმართება ბორჯომში, გამგეობის სააქტო დარბაზში.

რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები ადგილობრივ მოსახლეობას ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობენ.

შეგახსენებთ, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია, სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.
მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად, მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს (70 000 და ნაკლები სარეიტინგოქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ.

საქართველოს მასშტაბით, ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის გათიშვა 25 აგვისტოს დასრულდება.

| Print |