,,მე–9 არხში" გასულ მასალას ,,ეტალონ–მედია" გამოეხმაურა
ადიგენის მუნიციპალიტეტისა და ,,ეტალონ–მედიას“ შესახებ ,,მე–9 არხში“ გასულ მასალას, საინფორმაციო სააგენტო ეხმაურება. ,,ეტალონის“ პროექტების მთავარი მენეჯერის, მანანა ღოღობერიძის თქმით, ადიგენის საკრებულოს დეპუტატმა თემურ ფეიქრიშვილმა მათ ბრალი დასდო, რომ სარეკლამო მომსახურებაში კოლოსალური თანხა აიღეს.მისივე თქმით, თანხა ყოველთვიურად 100 ლარს შეადგენს და ეს მუნციპალიტეტის მიერ განხორციელებული სამუშოების წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეტალონ–მედიას წარმომადგენელი ,,მედიის განვითარების ფონდის“ კვლევის შედეგს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტისაგან გადაცემის ჩაწერისათვის მიღებული თანხა, 2960 ლარის ოდენობით ტელეკომპანია ,,ობიექტივის“ ბიუჯეტში არ შესულა და იგი  მხოლოდ გადაცემის ჩაწერისათვის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას მოხმარდა. რასაც არ ეთანხმება  MDF-ს მედიამკვლევარი. გელა ბოჩიკაშვილი აღნიშნავს, რომ კვლევა ზუსტია და   ტელეკომპანია ,,ობიექტივისათვის” თანხის გადარიცხვა ირიბად ხდება. ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა ადიგენის საკრებულოს სხომაზე, სარეკლამო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა  დეპუტატმა თემურ ფეიქრიშვილმა გააპროტესტა, რასაც თან დაერთო ,,მედიის განვითარების ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა.  სიუჟეტი MDF -ს კვლევის დოკუმენტის, ასევე  ეტალონსა და ადიგენის მუნციპალიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადდა. გარდა ამისა, საკრებულოს დეპუტატის ბრალდებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა სიუჟეტში მოცემულ მონაცემებს რეიტინგთან დაკავშირებით პასუხი გასცა. შესაბამისად, სატელევიზიო მასალა ბალანსსა და რეალობას  მოკლებული არ არის.

ადიგენის მუნიციპალიტეტისა და ,,ეტალონ–მედიას“ შესახებ ,,მე–9 არხში“ გასულ მასალას, საინფორმაციო სააგენტო ეხმაურება. ,,ეტალონის“ პროექტების მთავარი მენეჯერის, მანანა ღოღობერიძის თქმით, ადიგენის საკრებულოს დეპუტატმა თემურ ფეიქრიშვილმა მათ ბრალი დასდო, რომ სარეკლამო მომსახურებაში კოლოსალური თანხა აიღეს.მისივე თქმით, თანხა ყოველთვიურად 100 ლარს შეადგენს და ეს მუნციპალიტეტის მიერ განხორციელებული სამუშოების წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ეტალონ–მედიას წარმომადგენელი ,,მედიის განვითარების ფონდის“ კვლევის შედეგს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტისაგან გადაცემის ჩაწერისათვის მიღებული თანხა, 2960 ლარის ოდენობით ტელეკომპანია ,,ობიექტივის“ ბიუჯეტში არ შესულა და იგი  მხოლოდ გადაცემის ჩაწერისათვის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას მოხმარდა. რასაც არ ეთანხმება  MDF-ს მედიამკვლევარი. გელა ბოჩიკაშვილი აღნიშნავს, რომ კვლევა ზუსტია და   ტელეკომპანია ,,ობიექტივისათვის” თანხის გადარიცხვა ირიბად ხდება.

ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა ადიგენის საკრებულოს სხომაზე, სარეკლამო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა  დეპუტატმა თემურ ფეიქრიშვილმა გააპროტესტა, რასაც თან დაერთო ,,მედიის განვითარების ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა.  სიუჟეტი MDF -ს კვლევის დოკუმენტის, ასევე  ეტალონსა და ადიგენის მუნციპალიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადდა. გარდა ამისა, საკრებულოს დეპუტატის ბრალდებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა სიუჟეტში მოცემულ მონაცემებს რეიტინგთან დაკავშირებით პასუხი გასცა. შესაბამისად, სატელევიზიო მასალა ბალანსსა და რეალობას  მოკლებული არ არის.


| Print |