ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღმა გადაიწია
საქრთველო ციფრულ მაუწყებლობაზე 17 ივნისიდან აღარ გადავა. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ვადის გადაწევის მიზეზი, დედაქალაქში მომხდარი სტიქიური მოვლენა გახდა. დადგენილ ვადებში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის ემზადება ტელეკომპანია „მეცხრე არხიც“. ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის მზად არის. არხის გენერალური დირექტორის განმარტებით,  ტელევიზიები ახალ მაუწყებლობაზე, ეტაპობრივად  გადავლენ.  პროცესი, იმ გრაფიკით წარიმართება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო,  ციფრულ სააგენტოსთან ერთად და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან შეთანხმებით  შეადგენს.

საქრთველო ციფრულ მაუწყებლობაზე 17 ივნისიდან აღარ გადავა. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ვადის გადაწევის მიზეზი, დედაქალაქში მომხდარი სტიქიური მოვლენა გახდა. დადგენილ ვადებში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის ემზადება ტელეკომპანია „მეცხრე არხიც“.

ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის მზად არის. არხის გენერალური დირექტორის განმარტებით,  ტელევიზიები ახალ მაუწყებლობაზე, ეტაპობრივად  გადავლენ.  პროცესი, იმ გრაფიკით წარიმართება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო,  ციფრულ სააგენტოსთან ერთად და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან შეთანხმებით  შეადგენს.

საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 17 ივნისს უნდა გადასულიყო, თუმცა, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, აღნიშნულმა რიცხვმა, სავარაუდოდ, ივლისის თვემდე გადაიწია. მინისტრის განმარტებით, თარიღის შეცვლა თბილისში მომხდარმა სტიქიურმა მოვლენამ განაპირობა. კვირიკაშვილი განმარტავს, რომ ინფრასტრუქტურის მხრივ, ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მზად არის.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ბოლო შეხვედრა მხარეებმა 12 ივნისს გამართეს. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, პროცესისთვის მზაობა უკვე არსებობდა. თუმცა,  ნათია კუპრაშვილის თქმით, დედაქალაქში განვითარებული მოვლენების შესახებ, ინფორმაციის გადაცემა, მოსახლეობისათვის რომ  არ შეფერხებულიყო, ვადებმა გადაიწია.

როდის გადავა საქართველო  ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე, ზუსტი თარიღი  ამ დროისათვის ცნობილი არ არის. მიწისზედა ციფრული მაუწყებლობის პირველი სიგნალები თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელდება, შემდეგ კი ეტაპობრივად, მთელ ქვეყანას მოიცავს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, უწყებაში შესაბამისი  განცხადებები  გაკეთდება, რათა მოსახლეობამ  მაუწყებლობაზე გადასვლა მარტივად შეძლოს.


| Print |