მედია
"მეცხრე არხის" ორი მასალა კონკურსის გამარჯვებულია
ტელეკომპანია "მეცხრე არხის" მიერ მომზადებულმა ორმა მასალამ მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. რუსუდან გვარამაძის ნამუშევარი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები რეპატრირებული მესხების პრობლემებს, მაია იველაშვილის მასალა კი რეგიონში მუსლიმი მოსახლეობის სალოცავების - მეჩეთების მდგომარეობას შეეხებოდა.

გამარჯვებული ნამუშევრები ეკუთვნის on.ge-ს, civil.ge-ს, პუბლიკას, ტელეკომპანია მთავარს, გურიანიუსსა და tv9news.ge-ს. ჟიურის წევრი და მედიამკვლევარი ნინო დანელია განმარტავს, ,,დიდი ხანია თვალს ვადევნებ მეცხრე არხის მუშაობას და ძალიან მომწონს ის მაღალი პროფესიული სტანდარტი, რომლითაც აშუქებთ მიმდინარე პროცესებს".

დაჯილდოების ცერემონია დღეს, 28 მაისს თბილისში, სასტუმრო "სტამბაში" გაიმართა. ჟიურის წევრებმა მრავალფეროვნების გაშუქების მედიაკონკურსში გამარჯვებული სულ 10 ჟურნალისტი დააჯილდოვეს.

კონკურსი MDF-მა პროექტის "ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში" ჩაატარა. მასში მონაწილეობა 28 ჟურნალისტმა და ბლოგერმა მიიღო.

დღესვე გაიმართა ახალი გზამკვლევის "როგორ (არ) გავაშუქოთ მრავალფეროვნება" პრეზენტაცია.
| Print |