მედია
დაისაჯონ მოძალადეები - ახალციხეში ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს
სოლიდარობას ვუცხადებთ დაშავებულ კოლეგებს - ამ ლოზუნგით ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ჟურნალისტებმა 5 ივლისს, თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტები დაგმეს, ხელისუფლებას კი დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდეს.

ხუთ ივლისს, რუსთაველზე “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი და დაზიანებულია ტექნიკა. მაუწყებლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

შსს-მ ჯერ რვა პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა, მოგვიანებით კი სისხლის სამართლის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სამი პირი.
| Print |