მედია
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ახალციხეში გააპროტესტეს
პატივს მივაგებთ ჩვენი კოლეგის ლექსო ლაშქარავას ხსოვნას და მოვითხოვთ ყველა დამნაშავის დასჯას- ამ ლოზუნგით ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან ადგილობრივი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ.
,,პირველ რიგში ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახსა და კოლეგებს. დაე, ლექსო იყოს ბოლო ძალადობის მსხვერპლი. სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტები ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს" - აღნიშნა მეცხრე არხის ოპერატორმა რამაზ ალავიძემ.
დღეს, 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ოპერატორს 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.
შსს-მ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
| Print |