ახალციხეში ახალი ვებ-პორტალის პრეზენტაცია გაიმართა
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი ვებ-პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. ShenMarTav.ge – არის დამოუკიდებელი ინტერნეტ საიტი, რომელიც მოქალაქეთა გააქტიურების მიზნით შეიქმნა.  მომხმარებლებს საშუალება აქვთ ოთხი თვითმმართველი ერთეულის: ახალციხის, გორის, ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალური საკრებულოების საქმიანობას დააკვირდნენ.  ვებ–გვერდზე განთავსებულია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სიახლეები,  ინფორმაცია წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოების წევრების შესახებ, დეპუტატების სხდომებზე დასწრების სიხშირე და სხვა. პორტალი ვიზიტორს, ასევე, საშუალებას აძლევს  საკრებულოსა და პარლამენტის წევრებს კითხვები ონლაინ რეჟიმში დაუსვას და  შესაბამისი პირისგან პასუხიც მიიღოს.

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი ვებ-პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. ShenMarTav.ge – არის დამოუკიდებელი ინტერნეტ საიტი, რომელიც მოქალაქეთა გააქტიურების მიზნით შეიქმნა.  მომხმარებლებს საშუალება აქვთ ოთხი თვითმმართველი ერთეულის: ახალციხის, გორის, ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალური საკრებულოების საქმიანობას დააკვირდნენ.  ვებ–გვერდზე განთავსებულია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სიახლეები,  ინფორმაცია წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოების წევრების შესახებ, დეპუტატების სხდომებზე დასწრების სიხშირე და სხვა.

პორტალი ვიზიტორს, ასევე, საშუალებას აძლევს  საკრებულოსა და პარლამენტის წევრებს კითხვები ონლაინ რეჟიმში დაუსვას და  შესაბამისი პირისგან პასუხიც მიიღოს.

საიტის პრეზენტაცია „მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების ინსტიტუტმა“, ადგილობრივ პარტნორ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირთან“ ერთად, სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში გამართა.


| Print |