მედია
ახალციხე ციფრული მაუწყებლობის მოლოდინში
საქართველო 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. პროცესში ქვეყანა ერთი წელია ჩაერთო. აღნიშნულისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ტელეკომპანიები. თვეზე ნაკლები რჩება იმ  დრომდე, როდესაც საქართველო ანალოგური სიხშირიდან  ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა. მოსახლეობის ნაწილმა პროცესისთვის მზადება  უკვე დაიწყო და ტექნიკის მაღაზიებს მიმართა,  ნაწილი კი  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს.  

საქართველო 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. პროცესში ქვეყანა ერთი წელია ჩაერთო. აღნიშნულისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ტელეკომპანიები.

თვეზე ნაკლები რჩება იმ  დრომდე, როდესაც საქართველო ანალოგური სიხშირიდან  ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა. მოსახლეობის ნაწილმა პროცესისთვის მზადება  უკვე დაიწყო და ტექნიკის მაღაზიებს მიმართა,  ნაწილი კი  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს.  

ტელევიზორები, რომლებიც ციფრულ გამოსახულებას სპეციალური მოწყობილობების გარეშე მიიღებენ, ახალციხის ტექნიკის მაღაზიებში ბოლო პერიოდში აქტიურად იყიდება. „ფასები 600 ლარიდან იწყება და ფუნქციების მიხედვით იმატებს“ – აცხადებს მაღაზიის კონსულტანტი. ნია გელაშვილის თქმით, ვისაც ფერადი ტელევიზორი აქვს, მისთვის ახლის შეძენა აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან ანალოგური სიგნალის ციფრულად გარდაქმნა სპეციალური მოწყობილობის – სეთ თოფ ბოქსის  საშუალებითაა  შესაძლებელი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან  მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში განმარტავენ, რომ სატელიტურ თეფშებსა და საკაბელო ტელევიზიებს ცვლილებები არ ეხებათ. პროცესში მხოლოდ ანალოგული სიხშირის მქონე მაუწყებლები არიან ჩართულნი. გიორგი ხუნდაძის აზრით, საქართველო 17 ივნისამდე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას  მოახერხებს, რადგან  ქვეყანა მოსამზადებელ პროცესში ერთი წლის წინ ჩაერთო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაციფრულება 17 ივნისამდე უნდა მოხდეს,  საზოგადოება და რეგიონული მაუწყებლები აღნიშნულისთვის მზად არ არიან – მიიჩნევს ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი. მისი თქმით, ციფრული სააგენტოს მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც მოსახლეობისთვის სეთ თოფ ბოქსების გადაცემას გულისხმობდა, ბოლომდე შესრულებული არ არის. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობა, რომელიც რეგიონული ტელევიზიების ძირითად აუდუტორიას წარმოადგენს, პროცესში ნაკლებადაა ჩართული. მაია იველაშვილი ფიქრობს, რომ  რეგიონული ტელეკომპანიები ციფრულ მაუწყებლობაზე გადავლენ, თუმცა აღნიშნული პროცესი მხოლოდ მათზე არის არის დამოკიდებული. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კი ტელემაუწყებლები გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე დგანან.

მაია იველაშვილის თქმით, საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა გაციფრულების პროცესის ვადის გახანგრძლივება უკვე მოითხოვეს. შესაბამისად, ამ დროისათვის, იმის საჭიროება, რომ საქართველო აუცილებლად 17 ივნისიდან გადავიდეს ციფრულ მაუწყებლობაზე – აღარ დგას. „მეცხრე არხის“ დირექტორი ვარაუდობს, რომ 26 დღის შემდეგ სახელმწიფომ ციფრულთან ერთად, შესაძლოა, ქვეყანაში ანალოგური სიხშირით მაუწყებლობაც დაუშვას.


| Print |