ციფრულ მაუწყებელობასთან დაკავშირებული სიახლეები სტუდენტებს გააცნეს
რა სახის ცვლილებები ელოდება მოსახლეობას 2015 წლის 17 ივნისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა – ამის შესახებ, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს სიახლეები გააცნო. მათი თქმით, მოსახლეობა არასაკმარისად არის ინფორმირებული ციფრული მაუწყებლობის შესახებ, რადგან მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ტელევიზორები, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ, აღარ გამოდგება და  საჭიროა ახალი შეიძინონ.

რა სახის ცვლილებები ელოდება მოსახლეობას 2015 წლის 17 ივნისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა – ამის შესახებ, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს სიახლეები გააცნო.

მათი თქმით, მოსახლეობა არასაკმარისად არის ინფორმირებული ციფრული მაუწყებლობის შესახებ, რადგან მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ტელევიზორები, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ, აღარ გამოდგება და  საჭიროა ახალი შეიძინონ.

სამსახურის წარმოამდგენლები აუდიტორიას სპეციალური მოწყობილობის –  set top box-ების შესახებ ესაუბრნენ და განმარტეს, რომ მისი შეძენა მსურველებს ტექნიკის მაღაზიაში საშუალოდ, 55 ლარად შეუძლიათ.

გარდა ანალოგური სიგნალიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისა, სტუმრებმა, სატელეკომუნიკაციო სივრცეში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, ამ კუთხით არსებული პრეტენზიებისა და საჩივრების შემთხვევაში, შეუძლიათ საზოგადოებრივ დამცველის სამსახურს მიმართონ.


| Print |