მედია
ქალის ხმა არჩევნებში - ახალციხეში გენდერულ გამოწვევებზე იმსჯელეს
პოლიტიკაში ჩართული ქალების გამოწვევები, ბარიერები, რომლებსაც კარიერაში აწყდებიან და მათი პოლიტიკური აქტიურობის ფასი - ამ თემაზე იმსჯელეს ახალციხეში. შეხვედრას საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი მედიის და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, რომე
ლმაც ახალციხეში გენდერის მედია ცენტრი დააფუძნა. მისი წარმომადგენელი „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი რუსუდან გვარამაძე იქნება. ის შეეცდება, რომ მედიასაშუალებებში ქალების საჭიროებებზე მეტი მასალა მომზადდეს, ასევე მოახდენს ქალთა პრობლემების ადვოკატირებას. პროექტის „ქალის ხმა არჩევნებში“ ფარგლებში, გაიმართება შეხვედრები ქალ ამომრჩევლებთან, რათა აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე მივიდნენ.

გენდერის მედია ცენტრი უკვე ფუნქციონირებს საქართველოს დიდ ქალაქებში - ბათუმში, გურიაში, ქუთაისსა და გორში.

პროექტს „ქალის ხმა არჩევნებში“ ახორციელებს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" USAID-სა და IFES-ის ფინანსური მხარდაჭერით.


| Print |