ტელეკომპანია ,,მე–9 არხში" თვითრეგულირების საბჭო ამოქმედდა
ტელეკომპანია ,,მე–9 არხში” თვითრეგულირების საბჭო ამოქმედდა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალქე თვლის, რომ მედიასაშუალებაში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა, მას შეუძლია არხის თვითრეგულირების საბჭოს საჩივრით მიმართოს.

საჩივრის დაწერა ვებ–გვერდის, mediacouncil.ge-ს საშუალებითაცაა შესაძლებელი. მისი პრეზენტაცია ,,მე–9 არხმა” სამოქალაქო სექტორთან გამართა.

თვითრეგულირების მექანიზმების ქონა მაუწყებლებისათვის 2009 წლიდან სავალდებულოა. თუმცა დღემდე, პრეტენზიის განსახილველად, მოსახლეობა თვითრეგულირების საბჭოებს არ მიმართავდა. ,,მე–9 არხის” ერთ–ერთი პირველი საქმე, საბჭომ პრეზენტაციაზევე განიხილა.

რეგიონულ ტელეკომპანიებში თვითრეგულირების მექანიზმის გასაძლიერებლად, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ დაიწყო პროექტი, რომლის მიზანია განიხილოს და გამოიტანოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილება კონკრეტულ სატელევიზიო მასალაზე, რომელზეც მაყურებელი საბჭოს მიმართავს.

ავტორები: რუსუდან გვარამაძე, ნანა ინასარიძე, ბექა ზედგინიძე.

| Print |