მედია
მედია მუშაობდა თავდასხმის მაღალი რისკის შემცველ აგრესიულ გარემოში - კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის"
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ 2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას ჟურნალისტებს და ოპერატორებს რიგ შემთხვევებში არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა. ისინი თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში მუშაობდნენ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის ან/და თავდასხმის მაღალი რისკის შემცველ აგრესიულ გარემოში. სამართალდამცველები კი ვერ უზრუნველყოფდნენ მათი ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას და ხელშემშლელი გარემოებების ეფექტურ აღმოფხვრას.

საარჩევნო დღის დასაწყისშივე, მაღალი თანამდებობის პირები ტრადიციულად გამოხატავდნენ უარყოფით დამოკიდებულებას და უხეშად ესაუბრებოდნენ ჟურნალისტებს თავიანთ საჯარო გამოსვლებში. მაგალითად, საქართველოს Პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციურად განწყობილი მაუწყებლის “მთავარი არხის” ჟურნალისტს “პროვოკატორი” უწოდა. „ნაციონალური მოძრაობის ზონდერად” მოიხსენია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი პარლამენტის წევრმა დაჩი ბერაიამ.

მაღალი თანამდებობის პირების აგრესია კვლავაც მყისიერად აისახა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ქცევაზე. კენჭისყრის დღეს მედიის წარმომადგენლები თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში თავდასხმის ობიექტები გახდნენ. “ქართული ოცნების” კოორდინატორები საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ჟურნალისტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ისინი ჟურნალისტებს “აქტივისტებს”, “ზონდერებს”, “დეზინფორმატორებსა” და “ოპოზიციის წარმომადგენლებს” უწოდებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენლების შევიწროვება ხდებოდა, როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე. Ზოგიერთი ინციდენტისას ე.წ. კოორდინატორები ცდილობდნენ დაეფარათ მათი ვინაობა და ამომრჩეველთა ნებაზე კონტროლის ფაქტები, ზოგჯერ საარჩევნო კომისიის წევრები ავლენდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების არასაკმარის ცოდნას.

⭕ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე:

| Print |