"ბორჯომში, ნასვამმა პოლიციელმა მცემა" – ჟურნალისტი გიორგი გასვიანი
ტელეკომპანია ,,იბერიას” ჟურნალისტი აცხადებს, რომ ნასვამმა პოლიციელმა, მიხეილ ხუციშვილმა სცემა.

ტელეკომპანია ,,იბერიას” ჟურნალისტი აცხადებს, რომ ნასვამმა პოლიციელმა, მიხეილ ხუციშვილმა სცემა.

გიორგი გასვიანი ამბობს, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ქუჩაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელმა მიაყენა. ჟურნალისტი გვიყვება, რომ მოყინულ გზაზე მანქანა მოუცურდა და შემდეგ ჩაუქრა, რასაც პოლიციელი შეესწრო. აღნიშნული ფაქტის გამო, ძალოვანი უწყების თანამშრომელმა მას შუბლზე იარაღი მიაბჯინა და დაემუქრა. მიხეილ ხუციშვილს თან ახლდა ორი მოქალაქე. მომხდარის შესახებ ჟურნალისტმა შსს–ოს გენერალურ ინსპექციას აცნობა.

თავისა და კისრის ტკივილითა და თავბრუსხვევით, გიორგი გასვიანი სასწრაფო–სამედიცნო დახმარების ბრიგადამ, დამატებითი კვლევებისთვის ბორჯომის სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანა.

საქმის მოკვლევა შსს–ოს გენერალურმა ინსპექციამ, სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


| Print |