მედია
"მთავარმა არხმა" "მედიის თავისუფლების ფონდი" დააარსა
"მთავარმა არხმა" "მედიის თავისუფლების ფონდი" დააარსაა. თანხის პირველი შემომწირველი „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალია.

კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ფონდის მიზანი „მთავარი არხის“ ფინანსური მხარდაჭერა და არხის შენარჩუნებაა.

"ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ვიღებთ 80 მილიონიან დაფინანსებას, არ ვფინანსდებით ივანიშვილის შავი სალაროდან. სამი წლის განმავლობაში, ყოველ დღე ვიბრძოდით გადარჩენისთვის და აქამდე ეს გამოგვდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თითს უქნევდა ბიზნესს, რომ არ გაებედათ და ფული არ მოეტანათ „მთავარ არხზე“. ამის ფონზე, ჩნდებოდნენ და ჩნდებიან გამბედავი ბიზნესმენები, რომლებიც გვასპონსორებდნენ და ახლაც აგრძელებენ ამას. მათი გამბედაობის მთავარი სტიმული ნიკა გვარამია იყო თავისი ავტორიტეტით, ნდობით და იმ გავლენით, რომელიც მას აქვს საკნიდანაც კი, დაჭერილს" -
აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე თქმით, თავად საზოგადოებიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ არხის გადარჩენაში მათ მონაწილეობა მიეღოთ. გიორგი გაბუნიამ დავით დვალის ესაებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2" თავის დროზე არ იყო მხოლოდ ბიზნესპროექტი, არამედ იყო თავისუფლება. 

"ამ მხარდაჭერით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ დავაარსოთ „მედიის თავისუფლების ფონდი“, დათოს მხარდაჭერით, ამდენი ადამიანის მოთხოვნით. ითხოვდნენ ისინი, მიგვეცა საშუალება დაგვხმარებოდნენ. ამიტომ, ჩვენ დავაარსეთ ეს ფონდი, რომლის პირველი მისია იქნება „მთავარი არხის“ შენარჩუნება“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
| Print |