ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ჟურნალისტებს ნახევარსაათიანი ლოდინი მოუხდათ.
როგორც “მეცხრე არხის” კორესპონდენტი თაკო ფეიქრიშვილი ამბობს, სხდომაზე დასწრებისა და გადაღების უფლება არ მისცეს.
დაცვის წევრებმა გადამღებ ჯგუფს განუცხადეს, რომ ბრძანება ჰქონდათ, ჟურნალისტები შენობაში არ შეეშვათ, თუ ვისგან ამას არ აკონკრეტებდნენ.
ნახევარი საათის შემდეგ, საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების მოთხოვნისა და შემდეგ უკვე თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, ჟურნალისტები სხდომაზე შევიდნენ.
ადგილზე ტელეკომპანია “მეცხრე არხი” იმყოფება და დეტალებს რამდენიმე წუთში მოგაწვდით.