ქეთევან ხმალაძე:"იუდას" ადვოკატად რომ დავუდგეთ ნამდვილად არ გამოგვადგება"
არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა წევრები გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ირგვლივ მომხდარ მოვლენებს ეხმაურებიან. მათ დღეს შეხვედრა გამართეს და განაცახადეს, რომ ჟურნალისტმა ისეთ თემებზე უნდა იმუშავონ, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას არ გამოიწვევს. გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ახალციხეში არსებული არასამთავრობო ორგანიზციები და საზოგადოების წევრები გამოეხმაურნენ. მათი განხილვის თემას  რედაქციის მიერ გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ სოფელ გოგაენში მომხდარ  მკვლელობაში  ბრალდებულის დები, სამცხე–ჯავახეთის საამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძეს ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებენ.  შეხვედრის  ორგანიზატორები ამბობენ,  რომ ჟურნალისტმა ისეთ თემებზე უნდა იმუშავონ, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას არ გამოიწვევს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა წევრები გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ირგვლივ მომხდარ მოვლენებს ეხმაურებიან. მათ დღეს შეხვედრა გამართეს და განაცახადეს, რომ ჟურნალისტმა ისეთ თემებზე უნდა იმუშავონ, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას არ გამოიწვევს.

გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ახალციხეში არსებული არასამთავრობო ორგანიზციები და საზოგადოების წევრები გამოეხმაურნენ. მათი განხილვის თემას  რედაქციის მიერ გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ სოფელ გოგაენში მომხდარ  მკვლელობაში  ბრალდებულის დები, სამცხე–ჯავახეთის საამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძეს ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებენ.  შეხვედრის  ორგანიზატორები ამბობენ,  რომ ჟურნალისტმა ისეთ თემებზე უნდა იმუშავონ, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას არ გამოიწვევს.

დღესვე ორგანიზაცია „ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ  სამხრეთის კარიბჭე დაკვეთებს ასრულებს, თუმცა ვინ შეიძლება იყოს რედაქციის სტატიების დამკვეთი, სამოქალაქო სექტორს ამაზე პასუხი არ აქვს. უფლებადამცველმა  სტატიის ავტორს „იუდა“ უწოდა და განაცხადა, რომ  მისი ადვოკატი ვერ იქნება.

შეხვედრას გაზეთის ჟურნალისტებიც დაესწრნენ. რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი განმარტავს, რომ „სამხრეთის კარიბჭე“ წერს იმას  რასაც  რესპონდენტები ამბობენ და მხარეს არ წარმოადგენს. შესაბამისად, რა მოხდა რეალურად მკვლელობის ღამეს,ამას გამოძიება დაადგენს. ნინო ნარიმანიშვილის თქმით, „სამხრეთის კარიბჭის“ მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის შესახებ,  ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები.  ისინი რეაგირებას საგამოძიებო უწყებისგან ელოდებიან.

დღევანმდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც გოგაშენის მოსახლეობას შეხვდება .შეგახსენებთ, რომ სოფლის მკვიდრებმა აქცია  “სამხრეთის კარიბჭეს” რედაქციასთან 11 და 12 დეკემბერს  გამართეს, რა დროსაც გაზეთის კორესპონდენტი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.  აღნიშნულთან დაკავშირებით რედაქციამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან ერთად პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც  სამართალდამცველების მხრიდან მუქარაზეც ისაუბრა.


| Print |